/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტის ახალი, აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა - ფიტნესი და ჯანმრთელობა (კოდი ...

სპორტის უნივერსიტეტის ახალი, აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა - ფიტნესი და ჯანმრთელობა (კოდი - 186 - 0104)

სპორტის უნივერსიტეტის ახალი, აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა - ფიტნესი და
ჯანმრთელობა (კოდი - 186 - 0104)
პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნებია:
• ქართული ენა და ლიტერატურა
• უცხო ენა
• შიდა სპორტული ტური
• მათემატიკა ან ისტორია - საგრანტო კონკურში მონაწილეობისათვის
აბიტურიენტების საყურადღებოდ!!!
ერთიანი ეროვნული გამოცდებით პროგრამაზე ჩარიცხვას აბიტურიენტები მიმდინარე წელს უკვე შეძლებთ
თუ თქვენ უკვე ჩაბარებული გაქვთ სპორტული ტურის გამოცდა, ახალი პროგრამის დამატებას შეძლებთ თქვენი პირადი გვერდიდან - NAEC.GE - პროგრამის
კოდი - 186 - 0104
საბაკალავრო პროგრამის - „ფიტნესი და ჯანმრთელობა” მიზანია: მოამზადოს უახლესი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მქონე, კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური, კრიტიკული აზროვნების, დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტი ფიტნესის მიმართულებით, რომელიც მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით განახორციელებს პრაქტიკულ მოღვაწეობას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ადამიანის ფიზიკური უნარების გაძლიერებით. ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, პოზიტიური სოციალური და ფსიქოლოგიური გარემოს შექმნას და ჯანმრთელობის განმტკიცებას
პროგრამის მისანიჭებელი კვალიფიკიაცია - სპორტის ბაკალავრი
სპორტის უნივერსიტეტი ელოდება მოტივირებულ სტუდენტებს, რომ ერთად ვიზრუნოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ფიზიკური სიჯანსაღის ხელშეწობაზე 
აირჩიე სპორტის უნივერსიტეტი 186 — ჩემპიონები სწავლობენ აქ!

ვიდეოს ბმული