/ სიახლე / სპორტუნი ყველა აბიტურიენტს გილოცავთ უნივერსიტეტში ჩაბარებას! ...

სპორტუნი ყველა აბიტურიენტს გილოცავთ უნივერსიტეტში ჩაბარებას!

სპორტუნი ყველა აბიტურიენტს გილოცავთ უნივერსიტეტში ჩაბარებას! გისურვებთ ბედნიერ სტუდენტობას და წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე

სპორტის უნივერსიტეტის 2024 – 2025 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია:

4 სექტემბრიდან - 17 სექტემბრის ჩათვლით

10:00 საათიდან - 17:00 საათამდე

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშველას გამზ. N76ბ;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ფოტოსურათი ¾ (2 ცალი და CD-დისკზე ჩაწერილი);

გ) ატესტატი - დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);

შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) აბიტურიენტის შემთხვევაში აბიტურიენტს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და თან იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მინდობილი პირის შემთხვევაში - მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

გთხოვთ, საბუთების შემოტანის დროს თან იქონიოთ პირველი სემესტრის სწავლის საფასურის (1125 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სახაზინო კოდი

709027289

მიუთითეთ სტუდენტის სახელი და გვარი და პირადი ნომერი