2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
რექტორის მისალმება
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის ოთხ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა 251 სტუდენტი. ეს ციფრი რეკორდულია სპორტის უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან (2014 წლიდან). ყველა პირველკურსელს გილოცავთ ამ დიდ წარმატებას. ამიერიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მოხარული ვარ, რომ თქვენი ცოდნით და შრომით დასახულ მიზანს მიაღწიეთ და გახდით ჩვენი სტუდენტები. თქვენ არჩევანი გააკეთეთ იმ უმაღლეს სასწავლებელზე, რომელიც ერთადერთია ჩვენს ქვეყანაში. უნივერსიტეტზე, რომელიც თავისი არსებობის 90 წლის მანძილზე მაღალკვალიფიციური მწვრთნელ-მასწავლებლების, სპორტის მენეჯმენტისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტების მომზადების ერთ-ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი კერაა საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ცოდნის შესაძენად სპორტის უნივერსიტეტში შეგიქმნათ საუკეთესო პირობები, რათა მაქსიმალურად მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, საკუთარ თავს და ქვეყანას ბედნიერი მომავალი, კეთილდღეობა და წარმატება მოუტანოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მეტად მნიშვნელოვან გამარჯვებას და მადლობას გიხდით გამოცხადებული ნდობისათვის!
სპორტის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ტრისტან გულბიანი