/ სიახლე / მსოფლიო სპორტის მეცნიერების ფორუმი თბილისში...

მსოფლიო სპორტის მეცნიერების ფორუმი თბილისში

დამთავრდა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“, რომელიც სპორტის უმაღლესი სასწავლებლის  დაარსებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

25 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისი მერიოტისა და ქორთიარდ მერიოტის ექვს საკონფერენციო დარბაზში, მსოფლიოს 17 ქვეყნის 54 სპორტის უმაღლესი სასწავლებლის 122-მა წარმომადგენელმა გააკეთა 125  მოხსენება 3 პლენარულ, 12 სექციურ და 2 სასტენდო სესიაზე, ექვსი სამეცნიერო მიმართულებით, რომლებშიც განხილული იყო ოლიმპიური სპორტისა და სპორტი ყველასათვის აქტუალური საკითხები, კერძოდ: თანამედროვე სპორტში კადრების მომზადების და გადამზადებისპრობლემები, სამედიცინო-ბიოლოგიური  და ფსიქოლოგიურ-პედაგოგიკური ასპექტები, გენდერის პრობლემატიკა, ბავშვთა და მოზარდთა სპორტი, სპორტული რეზერვის მომზადების პრობლემები, სპორტი შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის და ადაპტიური სპორტი.

ფოტო გალერეა