2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
ცხადდება კონკურსი მობილობისთვის ERASMUS+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
ცხადდება კონკურსი მობილობისთვის ERASMUS+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
გაცნობებთ, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2024/2025 შემოდგომის სემესტრისთვის, ცხადდება კონკურსი მობილობისათვის:
- ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში (ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურზე)
- ბულგარეთის ვასილ ლევსკის სახელობის ნაციონალურ აკადემიაში (მხოლოდ ბაკალავრის საფეხურზე მყოფი სტუდენტებისათვის)
ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში შშმ და ობოლ სტუდენტებს დაენიშნებათ დამატებითი სტიპენდია.
კონკურში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტუდენტს ჰქონდეს სპორტის უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა იცოდნენ ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონეზე და უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA მინიმუმ 2.5).
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა გაიაროთ შიდა საუნივერსიტეტო შერჩევა რომელიც მოიცავს 3 საფეხურს:
დოკუმენტაციის წარმოდგენა (CV და სამოტივაციო წერილი ინგლისური ენაზე, ნიშნების ამონაწერი, ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ);
ინგლისური ენის გამოცდა (ინგლისური ენის B1/B2 სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს);
გასაუბრება ინგლისურ ენაზე.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 4 ნოემბერი
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ : erasmus@sportuni.ge
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/wwcrsuTNFVESndxR7