/ სიახლე / საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ...

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ბულგარეთის "ვასილ ლევსკის" ეროვნულ სპორტის აკადემიის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები

მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ბულგარეთის "ვასილ ლევსკის" ეროვნულ სპორტის აკადემიის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები: მარია გატევა და ნიკოლაი ივანოვი.
20-26 ოქტომბრის პერიოდში შეხვდნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს, ჩაატარეს ლექცია-ტრენინგები და პრაქტიკული მეცადინეობები მხატვრული ტანვარჯიშისა და აკრობატიკის მიმართულებით, გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება სტუდენტებსა და სპორტის უნივერსიტეტის ლექტორებს. სტუმრები ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ტრისტან გულბიანს, მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანს ბატონ ირაკლი დოლაბერიძეს, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეკანს ბატონ კახაბერ ხვედელიძეს, მწვრთნელთა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ქალბატონ ნინო ძაგანიას, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს მარიამ მაისურაძეს და ამავე სამსახურის სპეციალისტს ანანო შუბლაძეს. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია უნივერსიტეტის სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით, გაუზიარეს ერთმანეთს მიღებული გამოცდილებები, ისაუბრეს სამომავლოლო გეგმებსა და პერსპექტივებზე და გამოთქვეს პარტნიორობის გაღრმავების სურვილი.