/ სიახლე / 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის  სტიპენდიის კონკურსი...

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის  სტიპენდიის კონკურსი

 

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის  წესის თანახმად ცხადდება გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი.

სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის მიერ  ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია წინა სემესტრის  აკადემიური შედეგების შესახებ ინფორმაციის გარდა კონკურსში მონაწილე სტუდენტთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა შემდეგი სახით:

·         მონაცემები სტუდენტის მონაწილეობის შესახებ სტუდენტურ, სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში, შემოქმედებით-კულტურულ ან სპორტულ  ღონისძიებებში  და მათი წვლილის შესახებ უნივერსიტეტის განვითარებაში და მისი ცნობადობის ამაღლებაში (2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის თებერვლამდე);

 

კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოთ:

  •      განცხადება
  •         პირადობის მოწმობის ასლი. 
  •          საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი 

 

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებია:

  • 2025 წლის  12 თებერვლის 11:00 საათიდან -  19 თებერვლის 16:00 საათამდე;
  • წინასწარი შედეგების გამოქვეყნება - 2025 წლის 21 თებერვალი;

მწვრთნელთა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

მისამართი: ვაჟა-ფშაველას 76. მე-2 სართული. მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანატი ან გამოაგზავნოთ ფაკულტეტის ელ-ფოსტაზე   coaches.faculty@sportuni.ge

მედიცინისა და რეაბილიტაციის სტუდენტებისათვის

პოლიტოვსკაიას 26, 5 სართული, ოთახი N 503. ან გამოაგზავნოთ ფაკულტეტის ელ-ფოსტაზე   Phmrfaculty@sportuni.ge

 

სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის  წესი