/ სიახლე / საკონკურსო განაცხადი...

საკონკურსო განაცხადი

პოზიციის დასახელება - სტუდენტთა კარიერული განვითარების სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი  წამყვანი სპეციალისტი.

კონკურსის ტიპი - ღია კონკურსი

ორგანიზაციის დასახელება - სსიპ - „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.“

განცხადების მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 19 მარტი.

თანამდებობრივი სარგო - 1440  ლარი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 1

სამუშაოს  ტიპი - სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება)

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

ფუნქციები :

 

  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის კვლევა და მათი პროფაილიდან გამომდინარე შესაბამისი ვაკანსიების/რეკომენდაციების გაზიარება;
  • ტრენინგების/ვორქშოფების/დასაქმების ფორუმების ორგანიზება, რომლებიც სტუდენტებს   და კურსდამთავრებულებს დაეხმარებათ სამუშაოს ძიების პროცესში;
  • სტუდენტთა და კურსდამთავრეულთა სტაჟირებებში/პრაქტიკებში და პროექტებში ჩართულობის ორგნიზება;
  • სტუდენტთა და კურსდამთავრეულთა დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში;
  • სტუდენტთა და კურსდამთავრეულთა  დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობაში და ამ მიზნით კონკრეტული თემატური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • დასაქმების ინტერნეტ საიტებზე არსებული ვაკანსიების რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი.

 

 მოთხოვნები: 

განათლება - მაგისტრი

სამუშაო გამოცდილება -  3  წელი;

დამატებითი მოთხოვნები - ინგლისურ  ენაზე მეტყველებისა და წერის უნარები, კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.

 

საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;

სსიპ-საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება;

სტუდენტთა კარიერული განვითარების სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის დებულება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო კომისიის მისამართი: თამარაშვილის 4ა

საკონტაქტო ტელეფონი: 591 91 55 99

საკონტაქტო პირი: ნათელა გაგნიძე

 

დამატებითი ინფორმაცია (ასატვირთი დოკუმეტაციიის ჩამონათვალი)

 

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში-შრომის წიგნაკი;
  • სამოტივაციო წერილი. სასურველია სამოტივაციო წერილში მითითებული იყოს ერთი რეკომენდატორი (რეკომენდატორის ვინაობა, დაკავებული თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია).
  • პირადობის მოწმობის ასლი.
  • სერტიფიკატების ასლები(არსებობის შემთხვევაში);

არსებული ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში საკონკურსო დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მითითებულ მეილზე - hr@sportuni.ge

 

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა.
  • გასაუბრება.

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადები:

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით  განაცხადების წარდგენის ვადების დასრულებიდან 1 კვირის ვადაში.

 

მოცემულ კონკურსზე  მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენით კანდიდატი ადასტურებს, რომ ინფორმირებულია მის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნებსა და საფუძვლების შესახებ. კერძოდ:   მის მიერ წარმოდგენილ პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის მხრიდან დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის და გარიგების დასადებად.  ასევე, კონკურსანტის მიერ მოწოდებულ საკონკურსო დოკუმენტაციას, უნივერსიტეტის ინახავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010  წლის 31 მარტის  ბრძანება N 72 დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით)“ შესაბამისად. „ ხოლო იმ კანდიდატების პერსონალური მონაცემები ვინც ვერ გადალახა შერჩევის  ეტაპი უნივერსიტეტი ადგილზე ინახავს ორი თვის ვადით რის შემდეგადაც  დოკუმენტაცია ნადგურდება.