/ სიახლე / აბიტურიენტთა საყურადღებოდ!...

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას შემოქმედებით სპორტულ ტურზე.
თუ გეგმავ ჩაბარებას შემდეგ პროგრამებზე:

  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)
  • ფიტნესი და ჯანმრთელობა

სავალდებულოა:
1. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე — online.naec.ge — საგნებში დაამატოთ შემოქმედებითი (სპორტული) ტური;
2. წინასწარი რეგისტრაცია სპორტულ ტურზე და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა.

რეგისტრაციის პერიოდი:
7 აპრილიდან – 23 მაისის ჩათვლით
(შაბათ-კვირისა და კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეების გარდა)

რეგისტრაციის დრო:
10:00 – 17:00 საათამდე
(შესვენება: 13:00 – 14:00)

რეგისტრაციის ადგილი:
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ
(ახალგაზრდობის სააგენტოს შენობა, II სართული)

რეგისტრაციისას წარსადგენი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი
2. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100)
3.1 ფოტოსურათი (ზომა 3x4) და იგივე ფოტო ჩაწერილი CD დისკზე
4. online.naec.ge სისტემაში რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
(შედით თქვენს პირად გვერდზე → online.naec.ge → დააკლიკეთ “შენახვას” → ამობეჭდეთ დოკუმენტი)
5. სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის ქვითარი

გადახდის რეკვიზიტები:
სახაზინო კოდი: 709027519
(ჩარიცხვა შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკიდან, ჩარიცხვის აპარატიდან ან მობაილ ბანკით)
დანიშნულებაში მიუთითეთ:
სპორტული ტური, აბიტურიენტის პირადი ნომერი, სახელი და გვარი

არასრულწლოვანი აბიტურიენტებისთვის:
აუცილებელია მშობლის ან მინდობილი პირის თანდასწრება და დაბადების მოწმობის ასლის წარდგენა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 56 05 01