/ სიახლე / ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი 2025/2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის!...

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი 2025/2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის!

გაცნობებთ, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2025/2026 აკადემიური წლის შემოდგომი სემესტრისთვის გამოცხადდა კონკურსი მობილობისათვის. კონკურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ERASMUS-ის სტიპენდიას და მგზავრობის დაფინანსებას.

მობილობა ცხადდება შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში:

  • ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიეტუვა) - 2 ადგილი (ბაკალავრი და მაგისტრი)
  • ბალიასტოკის აღმოსავლეთ ევროპის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ბალიასტოკი, პოლონეთი) - მწვრთნელთა ფაკულტეტი - 2 ადგილი (ბაკალავრი და მაგისტრი)

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სპორტის უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA მინიმუმ 2.5).

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია გაიაროთ შიდა საუნივერსიტეტო შერჩევა, რომელიც მოიცავს 3 საფეხურს:

1.დოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
  • ნიშნების ამონაწერი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

2. ინგლისური ენის გამოცდა (ინგლისური ენის B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს);

3.გასაუბრება ინგლისურ ენაზე.

დამატებითი გრანტის შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში:

  • ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტი სთავაზობს დამატებით გრანტს სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს (ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტთა ჯგუფები):
  • სტუდენტები, რომლებიც იღებენ სოციალური დახმარება (საჭიროა  ცნობა სოციალური დახმარების მიღების შესახებ);
  • სტუდენტები, რომელთა შრომისუნარიანობის დონე შეადგენს 45%-ს ან ნაკლებს (საჭიროა: შშმ პირის მოწმობა ან სამედიცინო დაწესებულების ცნობა);
  • 25 წლის ან უფროსი ასაკის სტუდენტები, რომლებიც სრულწლოვანების მიღწევამდე იმყოფებოდნენ მეურვეობის ქვეშ, ან რომელთა მშობლები (ან ერთ-ერთი მშობელი) გარდაცვლილია (საჭიროა: შესაბამისი დოკუმენტაცია);
    სტუდენტები, რომლებიც არიან მცირეწლოვანი შვილ(ებ)ის (7 წლამდე) ან შშმ შვილ(ებ)ის (14 წლამდე) მშობლები/მეურვეები (საჭიროა: დაბადების მოწმობა, შშმ პირის მოწმობა);
  • იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც განიცადეს პოლიტიკური რეპრესიები (საჭიროა: თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა);
  • სტუდენტები ჯანმრთელობის პრობლემებით (საჭიროა: ოფიციალური სამედიცინო ცნობა).

    ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
    პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულებზე:
    https://www.lsu.lt/en/ - ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტი;
    https://wans.edu.pl/en/ - ბალიასტოკის აღმოსავლეთ ევროპის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
    სარეგისტრაციო ბმული:  https://forms.gle/LqA3dfsMhcfudkJT6

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 მაისი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: erasmus@sportuni.ge