საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში უ ...
ყურადღება! ცხადდება კონკურსი
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი 2025/2026 წლი ...
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი ბულგარეთის ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სპორტის აკადემიაში (7–11 აპრილი, 2025 წ.)
2025 წლის 7-11 აპრილს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სპორტის აკადემიას (ბულგარეთი) სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის უფროსი, პროფესორი გიორგი ზუბიტაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მაია ხურცილავა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი ანანო შუბლაძე.
პროფესორმა გიორგი ზუბიტაშვილმა მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ღია ლექციები სპორტული წვრთნის მეთოდოლოგიის მიმართულებით. მან ასევე გამართა საქმიანი შეხვედრა აკადემიის სამეცნიერო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელთან, ალბენა ალექსანდროვასთან. შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და დაიგეგმა მომავალი ერთობლივი ინიციატივები.
მაია ხურცილავამ შეხვედრა გამართა მასპინძელი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან, სადაც დეტალურად განიხილეს უნივერსიტეტში მოქმედი შიდა ხარისხის მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნული საკითხები ასევე განხილულ იქნა შეხვედრაზე ვიცე-რექტორ ოგნიან მილადინოვთან, სადაც დამატებით ისაუბრეს უნივერსიტეტის სასწავლო ონლაინ პლატფორმის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კოორდინატორმა ანანო შუბლაძემ შეხვედრები გამართა ვასილ ლევსკის აკადემიის საერთაშორისო განყოფილების წარმომადგენელ მიროსლავა კოლიადნოვასთან. შეხვედრებზე განისაზღვრა ისეთი აქტივობების სამოქმედო გეგმა, რომელიც მხარს დაუჭერს ორ უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, სტუნდებისათვის და აკადემიური პერსონალისათვის გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობების გაზრდას ერაზმუს თანამშრომლობის ფარგლებში.
აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვან საფუძველია უნივერსიტეტებს შორის სამომავლო საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობისთვის, რათა ხელს შევუწყოთ ინოვაციური პრაქტიკის გაზიარებასა და განხორციელებას საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.