ბრძანება სპორტული ტურის ჩატარების თარიღის განსაზღვ ...
ბრძანება აკადემიური საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე არჩ ...
სპორტულ ტურზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა!
ცხადდება კონკურსი ERASMUS+ მობილობისთვის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამის ფარგლებში
ცხადდება კონკურსი ERASMUS+ მობილობისთვის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამის ფარგლებში:
გაცნობებთ, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2024/2025 გაზაფხულის სემესტრისათვის, ცხადდება კონკურსი მობილობისათვის:
• იოსეფ პილდუნსკის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი ვარშავაში (პოლონეთი) - 3 ადგილი
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავაზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
• სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან;
• სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება.
ამ განაცხადის მიზნებისათვის, 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში იოსეფ პილდუნსკის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი ვარშავაში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებზე:
• პედაგოგიკა, ოლიმპიური მოძრაობა;
• მენეჯმენტი;
• ბიომედიცინის მეცნიერებები;
• ტურიზმი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
• საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• CV;
• სამოტივაციო წერილი ინგლისური ენაზე;
• ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
• ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ;
• მობილობის პერიოდის სასწავლო ან/და სამუშაო გეგმა;
• საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
შიდა საუნივერსიტეტო შერჩევის წარმატებით გავლის შემდგომ კონკურსანტმა მასპინძელი/მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან უნდა წარმოადგინოს მოწვევის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარუდგინოს შესარჩევ კომისიას.
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
• იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
• დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 13 ივნისი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/Ccrch9SpCpZX6Ch77
მობილობის პერიოდის განხორციელება შესაძლებელია ივლისის თვის განმავლობაში.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: erasmus@sportuni.ge