2025-06-06
ბრძანება სპორტული ტურის ჩატარების თარიღის განსაზღვ ...
2025-06-04
ცხადდება კონკურსი ERASMUS+ მობილობისთვის აკადემიურ ...
2025-06-02
ბრძანება აკადემიური საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე არჩ ...
Erasmus+ მობილობა ლექტორებისთვის
Erasmus+ მობილობა ლექტორებისთვის
გაცნობებთ, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ბულგარეთის ნაციონალურ სპორტის აკადემია ,,ვასილი ლევსკში“ მობილობისათვის. კონკურსის ფარგლებში ლექტორს დაუფინანსდება მგზავრობისა და მობილობის პერიოდში საზღვარგარეთ ყოფნის ხარჯები.
მობილობა მოიცავს ხუთ სამუშაო დღესა და შაბათ-კვირას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორის ხარისხის მქონე ლექტორებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა გაიაროთ შიდა
საუნივერსიტეტო შერჩევა რომელიც მოიცავს 2 საფეხურს:
- დოკუმენტაციის წარმოდგენა (CV და წასაკითხი ლექციის მოკლე აღწერილობა ინგლისური ენაზე)
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თქვენი CV და ლექციის მოკლე აღწერილობა გამოაგზავნეთ მაილზე ir@sportuni.ge
განცხადების შევსების ბოლო ვადაა 20 იანვარი.