აბიტურიენტთა რეგისტრაცია შემოქმედებით ტურზე
აბიტურიენტთა საყურადღებოდ! საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას შემოქმედებით ტურზე.
თუ გეგმავ ჩაბარებას შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
- ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)
- ფიტნესი და ჯანმრთელობა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავალდებულოა:
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე — online.naec.ge — რეგისტრაციის დროს საგნებში დაამატოთ შემოქმედებითი ტური;
- გაიაროთ რეგისტრაცია სპორტულ ტურზე და წარადგინოთ საჭირო დოკუმენტაცია.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი
- ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100)
- 2 ფოტოსურათი (ზომა 3×4) + იგივე ფოტო ჩაწერილი CD დისკზე
- online.naec.ge სისტემაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
- სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის ქვითარი
გადახდის რეკვიზიტები:
სახაზინო კოდი: 709027519
ჩარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან, სწრაფი გადახდის აპარატიდან ან მობაილ ბანკით.
დანიშნულებაში მიუთითეთ: სპორტული ტური, აბიტურიენტის პირადი ნომერი, სახელი და გვარი
რეგისტრაციის პერიოდი:
21 აპრილი – 29 მაისის ჩათვლით
(შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმე დღეების გარდა)
სამუშაო დრო: 10:00 – 17:00
შესვენება: 13:00 – 14:00
რეგისტრაციის ადგილი:
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ
(სპორტის უნივერსიტეტი, II სართული, ოთახი №1)
არასრულწლოვანი აბიტურიენტებისთვის აუცილებელია მშობლის ან მინდობილი პირის თანდასწრება და დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
032 2 56 05 01



