Warning: Undefined array key "HTTP_ACCEPT_LANGUAGE" in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21

Deprecated: strtolower(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21
სკბთს ახალი ხედვები და კვლევები – პროფესორი ქეთევან ინასარიძე - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სამეცნიერო სკბთს ახალი ხედვები და კვლევები – პროფესორი ქეთევან ინასარიძე

სკბთს ახალი ხედვები და კვლევები – პროფესორი ქეთევან ინასარიძე

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მესამე ყოველწლიური კონფერენცია

2025 წლის 8 ნოემბერს გაიმართა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების მესამე, ყოველწლიური კონფერენცია თემაზე: „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის როლი კრიზისების დროს: თეორია და პრაქტიკა“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან ინასარიძემ, რომელიც გახლავთ PhD - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნეიროფსიქოლოგი, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქომეტრი და სპორტის ფსიქოლოგი. პროფესორმა წარმოადგინა CBT-ის მნიშვნელოვანი როლი აფაზიის შედეგად წარმოქმნილი კრიზისების მართვაში.

კონფერენციის მიზანი იყო CBT-ის მნიშვნელობის გააზრება კრიზისულ სიტუაციებში, თანამედროვე თერაპიული მიდგომების გაცნობა და პროფესიონალებს შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სწავლებისა და გამოყენების განვითარება საქართველოში;
  • თერაპიის ეფექტურობა კრიზისულ სიტუაციებში (სუიციდის რისკი, ტრავმა, კვებითი აშლილობები, ADHD და სხვა);
  • ჯგუფური თერაპიები, მაინდფულნეს-ზე დაფუძნებული მიდგომები და ემოციური გადაწვის პრევენცია;
  • განახლებული თერაპიული პროტოკოლები და ახალი კვლევები;
  • პრაქტიკოს სპეციალისტებთან და მკვლევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.