Warning: Undefined array key "HTTP_ACCEPT_LANGUAGE" in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21

Deprecated: strtolower(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21
სპორტის უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საგრანტო კონკურსს! - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სამეცნიერო სპორტის უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საგრანტო კონკურსს!

სპორტის უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საგრანტო კონკურსს!

შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აცხადებს კონკურსს, კვლევის წარმოებაზე. გრანტში მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტის მაგისტრანტს, უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს და მოწვეულ მეცნიერ-თანამშრომელს.

საგრანტო განაცხადს განიხილავს და შეაფასებს რექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია.

შიდა საგრანტო კონკურსი წარიმართება უნივერსიტეტის „კვლევითი საქმიანობის წახალისების, მხარდაჭერისა და დაფინანსების წესის შესაბამისად“. (იხ. მიმაგრებული ფაილი).

გამარჯვებული საგრანტო განაცხადი შეიძლება დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ ან შეიძლება დაფინანსებაზე ეთქვას უარი.

საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში. კონკურსი ცხადდება 2021 წლის 7 აპრილიდან, საბუთების მიღება იწარმოებს 31 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). ინფორმაცია დაფინანსებული საგრანტო განაცხადის შესახებ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 20 ივნისისა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

შედეგების გასაჩივრება შეიძლება საიტზე ინფორმაციის განთავსებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში (არაუგვიანეს 23 ივნისისა).

დაინტერესებულ პირებს კონსულტაციისთვის შეუძლიათ მიმართონ სამეცნიერო-კვლევით სამსახურს.

გისურვებთ წარმატებას!