Warning: Undefined array key "HTTP_ACCEPT_LANGUAGE" in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21

Deprecated: strtolower(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21
სპორტის უნივერსიტეტში გაიმართა მოხსენება, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში მუშაობის შესახებ - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სამეცნიერო სპორტის უნივერსიტეტში გაიმართა მოხსენება, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში მუშაობის შესახებ

სპორტის უნივერსიტეტში გაიმართა მოხსენება, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში მუშაობის შესახებ

2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა მოხსენება, ელექტრონულ სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში მუშაობის შესახებ.

პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორმა, ქალბატონმა მარიკა ჟორჟოლიანმა.

დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ სპორტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები და სხვა დაინტერესებული პირები.

მოხსენება შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში მუშაობის სპეციფიკა, მათში განთავსებული წიგნებისა თუ სტატიების მოძიების მეთოდოლოგია და პლაგიატის საკითხები.

უნივერსიტეტის მიერ სრულად მოხდა აღნიშნული პრეზენტაციის ვიდეოს სახით ჩაწერა და ის ხელმისაწვდომია სპორტის უნივერსიტეტში მომუშავე აკადემიური პერსონალისთვის.