საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში უ ...
ყურადღება! ცხადდება კონკურსი
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი 2025/2026 წლი ...
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება 2 სექტემბერს დაიწყება და გაგრძელდება 20 სექტემბრის ჩათვლით!
აპლიკანტმა 2 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-დან 17:00 საათამდე საჭირო დოკუმენტაცია უნდა წამოადგინოს უნივერსიტეტში - მის. თბილისი, ვაჟა-ფშაველს გამზ. 76 ბ. ან გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: maswavlebeli@sportuni.ge
რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელ-ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე) ან ელქტრონულად (დანართი 1. განაცხადის ნიმუში)
ვ) მისაღებ სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ პირადი ნომერი, სახელი და გვარი);
ზ) საგამოცდო ბარათი.
მისაღებ სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურია 10 ლარი. თანხის შეტანა ხდება სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახაზინო კოდზე: 709 027 519;
სპორტული ტური ჩატარდება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში 21 სექტემბერს 10:00 სთ-ზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N49 ფეხბურთის მოედანი.
პირველადი შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 25 სექტემბრისა.
აპელაციაზე განცხადების წარმოდგენა იწარმოებს 26 სექტემბერს.
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 27 სექტემბერს.
ხელშეკრულების გაფორმების ვადა არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა.
საკონტაქტო პირი: შორენა ლეშკაშელი (T: 593484829)
სპორტული ტურის შეფასების კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://sportuni.ge/cainfo.php?id=108