/ სიახლე / აკადემიური.საბჭოს დადგენილება...

აკადემიური.საბჭოს დადგენილება

 

 

3 სექტემბერი 2024

დადგენილება N 2 (ოქმი N 5-23)

 

 

„სსიპ -საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების თაობაზე“

   

      სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანება 2013 წლის 15 ოქტომბრის №01/745 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-8 მუხლის „ნ“ პუნქტისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად,

 უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი.

2. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაცია დაიწყოს 2024 წლის 18 სექტემბრიდან და დასრულდეს 2024 წლის 27 სექტემბრის 17.00 საათზე.

3.კანდიდატების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აკადემიური საბჭო ეცნობა თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას და ახდენს კანდიდატურის ფარული კენჭისყრით შერჩევას.

4.აკადემიური საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოსათვის მის მიერ შერჩეული ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატის წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა.

5.წარმომადგენლობითი საბჭო ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატის ფარული კენჭისყრით დამტკიცების ან მის დამტკიცებაზე დასაბუთებულ უარს აცხადებს არაუგვიანეს 2024 წლის 3 ოქტომბრისა;

6. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზებულად ჩატარება.

7. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ყოველ დღე (შაბათ -კვირის გარდა)12:00-დან 16:00 საათამდე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქუჩა №4ა, მესამე სართული. საკონტაქტო პირი - მაკა ალფაიძე, მობილური  599 556 116. რეგისტრაცია და საბუთების წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად info@sportuni.ge

 8.უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევის მსურველებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

უმაღლესი განათლების  დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

ავტობიოგრაფია (CV);

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

2 ფოტო სურათი (ზომით 3x4 სმ).

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა

9. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

10. დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

აკადემიური საბჭოს

თავმჯდომარე, რექტორი პროფ. ტრისტან გულბიანი