/ მწვრთნელთა ფაკულტეტი / ფაკულტეტის შესახებ

ფაკულტეტის შესახებ

    მწვრთნელთა ფაკულტეტი საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო    უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც სასწავლო პროგრამებს უმაღლესი განათლების ორ საფეხურზე ახორციელებს (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა).

 

    ფაკულტეტის მიზანია კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების, მწვრთნელების და სპორტის მენეჯერების მომზადება, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი პროფესიული ადგილის დამკვიდრება.

 

ფაკულტეტის ძირითადი ამოცანებია:

  • თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი და ხელმისაწვდომი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს შექმნა;
  • აკადემიური უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის და მაგისტრატურის) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და რეგულარული განახლება;
  • სტუდენტისა და პროფესორის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • აკადემიური თავისუფლებისა და კეთილსინდისიერების დაცვა;
  • უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება;
  • საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
  • გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა და წახალისება;
  • სპორტის სფეროში ინოვაციური მიდგომების დანერგვა და მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

   

    მწვრთნელთა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი მუდმივად ზრუნავს პროფესიულ ზრდაზე. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში, აქვეყნებენ სამეცნიერო სტატიებს, წერენ სასწავლო-მეთოდურ წიგნებს, ჩართული არიან სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში, აწარმოებენ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და ა.შ.

 

    ამ ფაკულტეტის სტუდენტები, ფაკულტეტის ბაზაზე მდიდარ ცოდნას იღებენ სპორტის არჩეულ სახეში − სპეციალიზაციის საგანში, მომიჯნავე დისციპლინებთან (ზოგადი და სპორტის პედაგოგიკა, ზოგადი და სპორტის ფსიქოლოგია, ზოგადი და სპორტის ფიზიოლოგია, ფიზიკური აღზრდის და სპორტული წვრთნის თეორია და მეთოდიკა და ა.შ.) ერთად. ისინი აქტიურად არიან ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში: მონაწილეობენ სტუდენტთა საფაკულტეტო, საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტთაშორისო კონფერენციებში; უნივერსიადებზე; სხვადსხვა კულტურულ და შემოქმედებით აქტივობაში.

 

    ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შედეგად, სტუდენტთა მოსწრების ხარისხი წლიდან-წლამდე იზრდება. ეს კი მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის სპორტის სფეროში არსებული კომპეტენტური კადრების სიმწირის პრობლემის გადასაჭრელად.

 

მწვრთნელთა ფაკულტეტის საამაყო სტუდენტები