/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / ნინო ნანობაშვილი
(+995) 595 010 156
n.nanobashvili@sportuni.edu.ge

ნინო ნანობაშვილი

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ნინო ნანობაშვილმა 1973 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით.

1990 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

 

სამუშაო გამოცდილება

ნინო ნანობაშვილი 1991-1993 წლებში მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, ბიოლოგიისა და გენეტიკის კათედრაზე, ასისტენტად.

1998-1999 წლებში – გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული დისციპლინების კათედრაზე, დოცენტად.

2002-2005 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, ბიოლოგიის მასწავლებლად; 2005-2007 წლებში – ასისტენტ-პროფესორად.

2007-2009 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე, ბიოლოგიის მასწავლებლად.

2010-2014 წლებში იყო უნივერსიტეტ გეომედის თეორიული დისციპლინების კათედრის ასოცირებული პროფესორი.

2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

დამატებითი ინფორმაცია

გავლილი აქვს სტაჟირებები ლენინგრადსა (1980 წ.) და მოსკოვში (1987 წ.).

არის სტუდენტთა რამოდენიმე საკონფერენციო თემის ხელმძღვანელი.

დაწერილი აქვს სახელმძღვანელო: სამედიცინო ბიოლოგია და გენეტიკა (2018 წ.).