/ სიახლე / სტუდენტური ონლაინ კონფერენციის განრიგი და კრიტერიუმები...

სტუდენტური ონლაინ კონფერენციის განრიგი და კრიტერიუმები

 

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტური ონლაინ-კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 20-21 ივნისს 16:00 საათზე

 

ნაშრომების გადმოგზავნის ვადაა 12 ივნისამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: phmrfaculty@sportuni.ge

 

სტატიის გაფორმების კრიტერიუმები:

 

  1. მასალები მიიღება ქართულ ენაზე;
  2. სტატიის მომზადების ტექნიკური საკითხები:

2.1.      ტექსტის მოცულობა – მთლიანად ნაშრომის და გამოყენებული ლიტერატურის გათვალისწინებით – უნდა იყოს მინიმუმ 2 გვერდი; მაქსიმუმ 4 გვერდი;

2.2.      ნაშრომი აკრეფილი უნდა იყოს А4 ფორმატში;

2.3.      ფონტი – Sylfaen-ი;

2.4.      შრიფტის ზომა – 12 pt;

2.5.      საზღვრები – სტანდარტული (ზედა, ქვედა, მარჯვენა და მარცხენა კიდეები, ყველა 1 Inch-ი);

2.6.      ხაზებს შორის ინტერვალი – 1.5; გასწორება გვერდების სიგანეზე (justified).

 

  1. სტატიის სტრუქტურული ელემენტები უნდა განლაგდნენ შემდეგი თანმიმდევრობით:

3.1.      სტატიის სათაური  – 13 pt. Bold-ში, ცენტრირებული;

3.2.      ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი (12 pt.) – მიეთითება  მარცხენა მხარეს;

3.3.      ავტორ(ებ)ის მითითების შემდეგ, ქვედა ხაზზე, უნდა აღინიშნოს: კურსი, სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური წოდება და/ან თანამდებობა;

3.4.      ტექსტის სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი (ანბანური წესით);

3.5.      ნაშრომში შეიძლება გამოყენებული იყოს ცხრილები, სურათები და გრაფიკები.