/ საერთაშორისო ურთიერთობები / ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  საეთაშორისო პროგრამების განხორციელების მიზნით სფასსუ აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან. ამჟამად სპორტის უნივერიტეტს ჰყავს 11 ქვეყნის 12 პარტნიორი უნივერსიტეტი.

სფასსუ რეგისტრირებულია ევროკომისიის განათლების, გადამზადების, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარების მხარდამჭერი პროგრამის „Erasmus +“ მონაწილეთა ერთიან ბაზაში.  2018 წელს პირველად, სფასსუ-სა და ევროპული უნივერსიტეტების Erasmus + ინსტიტუციური კოორდინატორების მიერ ხელი მოეწერა ინტერ-ინსტიტუციური შეთანხმებას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პარტნიორობისა და სტუდენტთა/პერსონალის მობილობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

სფასსსუ მონაწილეობას იღებს Erasmus + Sport -ის კონკურსშიც, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სპორტული ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლობას ზოგადად სპორტისა (სახეობები, მენეჯმენტი, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ.) და სპორტის მეცნიერების განვითარებას. 2019-2020 წელს ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში უნივერსიტეტმა განაცხადი წარადგინა პროექტის „თანამშრომლობა სპორტის სფეროში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტში ჩართულობის გასაზრდელად“ დასაფინანსებლად. პროექტის კოორდინატორია არასამთავრობო ოგანიზაცია - Intras Foundation (ესპანეთი).

გარდა ამისა საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების სამსახური, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე ახორციელებს მოკლევადიან სასწავლო კურსებს და სასტიპენდიო პროგრამებს.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების სამსახურის სტუქტურა:

სამსახურის უფროსი - მარიამ მაისურაძე

 

საკონტაქტო ინფორმაცია: ir@sportuni.ge