ნიკოლოზ გოგოლაძე
ასოცირებული პროფესორი
განათლება
ნიკოლოზ გოგოლაძემ 2014 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრიატი;
2015-2017 წლებში მოიპოვა საერთაშორისო მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2017-2020 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სწავლობდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე და 2020 წელს მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების აკადემიური დოქტორის წოდება.
სამუშაო გამოცდილება
2012-2013 წლებში - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტებისა და კვლევების ცენტრის თანადამფუძნებელი.
2013-2015 წელს - პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ბიზნეტიქსის პროექტებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.
2015-2020 წლამდე - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სპეციალისტი და მოწვეული ლექტორი.
2016 წელს - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.
2018-დან დღემდე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოწვეული ლექტორი სპორტის მენეჯმენტის სფეროში.
2019-დან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მოწვეული ლექტორი მეწარმეობის მოდულზე.
2020-დან დღემდე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიის, მეთოდიკის, მენეჯმენტისა და ისტორიის კათედრაზე.
დამატებითი ინფორმაცია
გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი მენეჯმენტის მიმართულებით, მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კონფერენციებსა და კონკურსებში. გავლილი აქვს ტრენინგები კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის კუთხით. ფლობს ადგილობრივ და საერთაშორისო სერტიფიცირებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. მოპოვებული აქვს საერთაშორისო სპორტის მენეჯერის სერტიფიკატი.