ალექსანდრე თავართქილაძე
ასისტენტ-პროფესორი
განათლება
ალექსანდრე თავართქილაძემ 1974 დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, პედაგოგიური ფაკულტეტი. 1981-1985 წლებში სწავლობდა იმავე სასწავლებლის ასპირანტურაში.
2003 წელს, საქართველოს სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე – „სპორტსმენთა საწვრთნო პროცესის ეფექტურობის ამაღლების კომპლექსური მეთოდიკა (ჩოგბურთის მაგალითზე)“ და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება
ალექსანდრე თავართქილაძე 1975 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები გუნდის კომპლექსური სამეცნიერო ჯგუფის შემადგენლობაში.
1985-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ფიზიოლოგიის კათედრასთან არსებული ლაბორატორიის გამგედ.
1982-1985 წლებში მუშაობდა იმავე სასწავლებელში, ბიომექანიკის და ბიომეტრიის კათედრაზე, მასწავლებლად.
1987-1989 წლებში, მოწვეული იყო სპორტის აკადემიასთან არსებულ მწვრთნელთა და მეთოდისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, სადაც კითხულობდა ლექციებს და ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს სპეცკურსში – „ტექნიკური საშუალებების გამოყენება მაღალკვალიფიციური სპორტსმენების მომზადების პროცესში“.
2003-2007 წლებში კითხულობდა სალექციო კურსებს ფიზიოლოგიაში.
დამატებითი ინფორმაცია
ალექსანდრე თავართქილაძეს გამოქვეყნებული აქვს 38 სამეცნიერო ნაშრომი.
მას დადგენილი აქვს მუდმივი, წყვეტილი და ინდუქციური დენების კომბინაციის მეშვეობით, სპორტსმენთა წვრთნის პროცესზე და დაშავებული სპორტსმენების რეაბილიტაციის მიმდინარეობაზე დადებითი გავლენა, რაც 1984 წელს საბჭოთა კავშირის გამომგონებელთა საავტორო მოწმობით (N1090419) არის დადასტურებული.