/ მწვრთნელთა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / გიორგი ზუბიტაშვილი
ჯემალ ძაგანია
გიორგი ზუბიტაშვილი
გენადი გიკაშვილი
დავით ყარანგოზაშვილი
მანანა მნათობიშვილი
ქეთევან ინასარიძე
ტრისტან გულბიანი
ქეთევან ქობალია
ალექსანდრე გობირახაშვილი
ედუარდ ფეროიანი
ვასილ ბაკაშვილი
ვასილ ლიპარტელიანი
ზაზა ჯაფარიძე
ზვიად მიქაძე
თამაზ ჯაში
თეიმურაზ ლორთქიფანიძე
მანუჩარ დვალი
ირაკლი დოლაბერიძე
მერაბ თხელიძე
ნინო ძაგანია
ნიკოლოზ გოგოლაძე
ნელი პაპუკაშვილი
მამუკა მაღლაკელიძე
მარიამ პაპიაშვილი
ედიშერ მაჩაიძე
გივი გოგოძე
ვახტანგ ლუაშვილი
ირინა სიმონიანი
იური გონაძე
ლევან მგელაძე
ლუდვიგ ღაღანიძე
მერაბ მაისურაძე
მერაბ მეტრეველი
ნიკოლოზ ლეშკაშელი
ნინო ბერიანიძე
რევაზ ვაწაძე
ალექსანდრე თავართქილაძე
(+995) 599 479 075
giorgi.zubitashvili@sportuni.ge

გიორგი ზუბიტაშვილი

პროფესორი

განათლება

გიორგი ზუბიტაშვილმა 2005 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ბაკალავრიატი; 2007 წელს – იმავე სასწავლებლის მაგისტრატურა (ასევე წარჩინებით) და მიენიჭა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2009-2012 წლებში, სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, დოქტორანტურაში. სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდგომ („ძიუდოისტთა სპორტული ფუნქციონირების პარამეტრები“), მიენიჭა სპორტის დოქტორის (PhD in Sport) აკადემიური ხარისხი (ფრიადი – Summa Cum Laude).

 

სამუშაო გამოცდილება

გიორგი ზუბიტაშვილი 2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, ჭიდაობის კათედრაზე, მასწავლებლად, ძიუდოს სპეციალობით.

2007-2018 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტზე, როგორც ადმინისტრაციული (სპორტის მიმართულების კოორდინატორი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ARGUS-ის ადმინისტრატორი, მთავარი სპეციალისტი, დეკანის თანაშემწე), ისე მოწვეული ლექტორის სტატუსით;

ის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის –

  • სრული პროფესორია 2013 წლიდან დღემდე;
  • აკადემიური საბჭოს წევრი იყო 2015-2017 წლებში;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელია 2017 წლიდან დღემდე;
  • მწვრთნელთა კვალიფიკაციის გადამამზადებელი კურსების ტრენერია 2017 წლიდან დღემდე (საგანში: „სპორტული წვრთნის თეორია და მეთოდოლოგია“);
  • „სპორტის გამოყენებითი სახეების და ორთაბრძოლების კათედრის“ გამგეა 2018 წლიდან დღემდე;
  • სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის უფროსია 2020 წლიდან.

 

დამატებითი ინფორმაცია

  • სპორტის მეცნიერების მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 30 ნაშრომი, მათგან 8 სტატია დაბეჭდილი აქვს მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების: Scopus, Ebsco და Elsevier-ის თემატურ ჟურნალებში;
  • არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში (2003, 2004) და სპორტის ოსტატი (2009);
  • აქვს ძიუდოში 11 წლიანი სამსაჯო გამოცდილება და არის ეროვნული კატეგორიის მსაჯი;
  • აღებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის სერტიფიკატი – FCE (2010);
  • 2014 წლიდან არის ინგლისური ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული პედაგოგი (I-XII კლ.);
  • არის ერთი ინგლისურენოვანი წიგნის მთარგმნელი (Judo Refereeing Rules, 2016), ერთი წიგნის ავტორი („ძიუდოს თეორია და მეთოდიკა“, 2018, 500 გვ.) და სამი წიგნის რედაქტორი;
  • 2013-2018 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტის სტუდენტთა სამწვრთნელო და პედაგოგიური პრაქტიკის ხელმძღვანელი;
  • ბოლო 13 წლის განმავლობაში, კითხულობს კურსებს: სპორტული წვრთნის თეორია და მეთოდოლოგია; ძიუდოს სპეციალიზაცია; ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი.