გივი გოგოძე
ასისტენტ-პროფესორი
განათლება
გივი გოგოძემ 1976 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ფიზიკური კულტურის და სპორტის ფაკულტეტი.
1997 წელს – თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი სკოლა ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2002 წელს – სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1973-1980 წლებში იყო რდსკ #1 სპორტული სკოლის მწვრთნელი აკადემიურ ნიჩბოსნობაში;
1980-1983 წლებში – სპორტსაზოგადოება „ზენიტის“ უფროსი მეთოდისტი, აკადემიურ ნიჩბოსნობაში;
1983-1985 წლებში – თბილისის კომპლექსური სპორტული სკოლის მეთოდისტი;
1985-1991 წლებში – სპორტული საზოგადოება „სპარტაკის“ სპორტული სკოლის დირექტორი;
1986-1994 წლებში – საზოგადოება „შევარდენის“ სპორტული სადგურის დირექტორი;
1994-2004 წლებში – საქართველოს კონტროლის პალატაში ჯერ იყო მთავარი იურისტი, შემდეგ საქმეთა მმართველის მოადგილე, ბოლოს კი – მრჩეველი იურისტი;
2004-2007 წლებში იყო შპს „ივერიას“ დირექტორი;
2007-2014 წლებში – შპს „ივერია სპორტის“ დირექტორი;
2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დამატებითი ინფორმაცია
1971 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება;
1989 წელს – საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება;
2014 წელს – საქართველოს დამსახურებული მოღვაწის წოდება;
2018 წელს – სპორტის რაინდის წოდება.