ირაკლი დოლაბერიძე
ასოცირებული პროფესორი
განათლება
ირაკლი დოლაბერიძემ 1998 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია (წარჩინებით). 2001 წელს, იმავე სასწავლებლის ასპირანტურა.
2005-2006 წლებში, მივლინებული იყოს ლაიფციგის უნივერსიტეტში, სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტზე და გაიარა კურსი სპორტის ფსიქოლოგიაში.
სამუშაო გამოცდილება
2000-2007 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ჭიდაობის კათედრის მასწავლებელი, კარატეს სპეციალობით.
2001 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მაგისტრატურის უფროსად. 2003 წელს იყო მავე სასწავლებლის ასპირანტურისა და მაგისტრატურის განყოფილების უფროსი.
2002-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის მოწვეული სპეციალისტი.
2005 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
2006 წელს აირჩიეს საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.
2007-2008 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.
2010-2011 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, სპორტის ექსპერტი.
2012 წლიდან არის სპორტის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
2014 წლიდან არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2017 წლიდან არის ევროპის კარატეს ორგანიზაციის ბორდის წევრი.
დამატებითი ინფორმაცია
2014 წლიდან არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი კარატეში.