ირინა სიმონიანი
ასისტენტ-პროფესორი
განათლება
ირინა სიმონიანმა 1984 წელს დაამთავრა ფიზიკური კულტურის კოლეჯი, პედაგოგიური მიმართულებით.
1988 წელს – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, პედაგოგიური და სამკურნალო ფიზკულტურის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1989-1997 იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის სპორტთამაშების კათედრის უფროსი ლაბორანტი;
2000-2003 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში სპორტთამაშების კათედრაზე მოწვეული ლექტორი, მოძრავ თამაშებში. 2003-2006 წლებში – იმავე კათედრის უფროსი მასწავლებელი.
2008-2009 წლებში – გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლაში, ფიზიკური აღზრდის პედაგოგად.
2008-2013 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოწვეულ პედაგოგად, მოძრავი თამაშების მიმართულებით.
2009 წლიდან დღემდე არის სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლის სპორტის უფროსი მასწავლებელი.
2010-2011 წლებში – თბილისი დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის (თდასუ), მოწვეული ლექტორი, სპორტის მიმართულებით.
2014-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივ კოლეჯში.
2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტთამაშების კათედრის ასისტენტ-პროფესორი.
დამატებითი ინფორმაცია
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.
სსრკ ახალგაზრდული თამაშები – 5 ადგილი.
სპორტის ოსტატობის კანდიდატი.
ეროვნული კატეგორიის მსაჯი ფრენბურთში (2011 წლიდან).
ფრენბურთის საერთაშორისო მწვრთნელი (I დონის სერტიფიკატი, 2011 წ).
ფრენბურთის საერთაშორისო მწვრთნელი (II დონის სერტიფიკატი, 2014 წ.).
საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2013).
არის ერთი სახელმძღვანელოს (ფრენბურთი, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, 2014) და რამოდენიმე სტატიის ავტორი.