მერაბ მაისურაძე
ასისტენტ-პროფესორი
განათლება
მერაბ მაისურაძემ 1988 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი; ასევე, მეორადი ფაკულტეტი – სპორტში რეაბილიტაციის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
მერაბ მაისურაძე 1988-1995 წლებში იყო თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ფიზკულტურის მასწავლებელი.
ამავე წლებში – საქართველოს ნაკრები გუნდის მწვრთნელი მძლეოსნობაში და სხვადასხვა გუნდის მწვრთნელი საერთო ფიზიკურ მომზადებაში.
1998-2007 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მძლეოსნობის კათედრის მასწავლებელი.
2007-2010 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოწვეულ პედაგოგად მძლეოსნობაში.
2013 წლიდან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია მძლეოსნობის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაცია
დაწერილი აქვს წიგნი: „მძლეოსნობა“ – სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის (2003 წ.); არის წიგნის „ირბინე, გადახტი, ტყორცნე“ (2018 წ.) – მთარგმნელთა ჯგუფის წევრი და სახელმძღვანელო – „მძლეოსნობა ბავშვებს“ (2019 წ.) ავტორი.
1997 წელს მიენიჭა ეროვნული კატეგორიის მსაჯის წოდება.
2011 წელს – საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის წოდება.
2012 წელს – სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება.
2017 წლიდან არის ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ გამგეობის წევრი.