მერაბ მეტრეველი
ასისტენტ-პროფესორი
განათლება
მერაბ მეტრეველმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია-გეოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი, ეკონომ-გეოგრაფის კვალიფიკაციით.
მან 1993 წელს დაასრულა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის მწვრთნელთა ფაკულტეტი – მიენიჭა მაგისტრის ხარისხი და ხელბურთის მწვრთნელ/მასწავლებლის კვალიფიკაცია.
ის ასევე სწავლობდა საწარმოო ძალთა ორგანიზაციის საბჭოში (სსრკ საგეგმო კომიტეტი) ასპირანტურაზე, სატრანსპორტო სისტემების მართვის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
მერაბ მეტრეველი 1983-1988 წლებში იყო სპორტსაზოგადოება ბურევესტნიკის ხელბურთის სკოლის მწვრთნელ-მასწავლებელი და უფროსი მწვრთნელი.
მუშაობდა ეკონომიკის მართვისა და დაგეგმვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის განყოფილებაში, სხვადასხვა პოზიციაზე: ლაბორანტად (1983-1984 წწ.), უმცროს მეცნიერ მუშაკად (1984-1985), უფროს მეცნიერ მუშაკად (1986-1990 წწ.) და განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად (1990-1993 წწ.).
1997-2005 წლებში იყო სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ოლიმპიური რეზერვების სპორტული სკოლის დირექტორი.
2004-2006 წლებში – სპორტული სკოლა „ლიდერის“ დირექტორი.
2006 წელს – თბილისის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი და გეოგრაფიის მასწავლებელი.
2006-2007 წლებში – საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი.
2006-2010 წლებში – საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი.
2007-2012 წლებში – თბილისის 111-ე საჯარო სკოლის დირექტორი, გეოგრაფიის მასწავლებელი.
2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დირექტორი და ასისტენტ-პროფესორი ხელბურთის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაცია
გამოქვეყნებული აქვს 2 ნაშრომი; დაწერილი აქვს წიგნი – ოქროს ბიჭები; არის სპორტის ოსტატი; საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი; საქართველოს ჩემპიონი; ეროვნული კატეგორიის მსაჯი; ევროპის ხელბურთის ფედერაციის დელეგატი (1995-2008 წწ.); არის სახელბურთო კლუბ იმედის პრეზიდენტი და ფარიკაობის აკადემია ბასა-ს დირექტორი.