/ მწვრთნელთა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / ნელი პაპუკაშვილი
ჯემალ ძაგანია
გიორგი ზუბიტაშვილი
გენადი გიკაშვილი
დავით ყარანგოზაშვილი
მანანა მნათობიშვილი
ქეთევან ინასარიძე
ტრისტან გულბიანი
ქეთევან ქობალია
ალექსანდრე გობირახაშვილი
ედუარდ ფეროიანი
ვასილ ბაკაშვილი
ვასილ ლიპარტელიანი
ზაზა ჯაფარიძე
ზვიად მიქაძე
თამაზ ჯაში
თეიმურაზ ლორთქიფანიძე
მანუჩარ დვალი
ირაკლი დოლაბერიძე
მერაბ თხელიძე
ნინო ძაგანია
ნიკოლოზ გოგოლაძე
ნელი პაპუკაშვილი
მამუკა მაღლაკელიძე
მარიამ პაპიაშვილი
ედიშერ მაჩაიძე
გივი გოგოძე
ვახტანგ ლუაშვილი
ირინა სიმონიანი
იური გონაძე
ლევან მგელაძე
ლუდვიგ ღაღანიძე
მერაბ მაისურაძე
მერაბ მეტრეველი
ნიკოლოზ ლეშკაშელი
ნინო ბერიანიძე
რევაზ ვაწაძე
ალექსანდრე თავართქილაძე
(+995) 593 136 041
neli.papukashvili@sportuni.ge

ნელი პაპუკაშვილი

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ნელი პაპუკაშვილმა 1986 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

1990 წელს დაასრულა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1985-1986 წლებში სწავლობდა იმავე ინსტიტუტში, სამკურნალო ფიზკულტურის განყოფილებაზე და მიენიჭა მეთოდისტ-რეაბილიტოლოგის კვალიფიკაცია.

1984 წელს სწავლობდა საზოგადოებრივ ფაკულტეტებთან არსებულ კურსებზე, სპორტული ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და მიენიჭა სპორტული ჟურნალისტის კვალიფიკაცია.

2014-2017 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტში, დოქტორანტურაზე. დისერტაციის დაცვის შემდგომ მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება

1986-1987 წლებში იყო სკოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რესპუბლიკურ სკოლა-ინტერნატის მეთოდისტ-რეაბილიტოლოგი.

1990-2001 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ტანვარჯიშის კათედრაზე, მხატვრული ტანვარჯიშის სპეციალიზაციის მასწავლებელი.

2001-2007 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის უფროსი მასწავლებელი, სპორტული აკრობატიკის სპეციალობით.

2007-2013 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, ბატუტზე ხტომების სპეციალობით.

2014-2017 წლებში – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მასობრივი სახეების კათედრის ასისტენტ-პროფესორია, სპორტული აკრობატიკის სპეციალობით. 2017 წლიდან დღემდე კი – იმავე კათედრის ასოცირებული პროფესორი.

2019 წლიდან საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერია.

 

დამატებითი ინფორმაცია

პედაგოგიური და სოციალური მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 26 სტატია და დაწერილი აქვს 2 სახელმძღვანელო.

მიღებული აქვს მონაწილეობა რვა საერთაშორისო კონფერენციასა და ერთ საერთაშორისო კონგრესში.

სპორტულ აკრობატიკაში არის საქართველოს ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი და ეროვნული კატეგორიის მსაჯი.

არის სპორტის დამსახურებული მოღვაწე ტანვარჯიშში.

მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდო და სიგელი, წარმატებული სწავლისათვის.