/ მწვრთნელთა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / ნინო ბერიანიძე
ჯემალ ძაგანია
გიორგი ზუბიტაშვილი
გენადი გიკაშვილი
დავით ყარანგოზაშვილი
მანანა მნათობიშვილი
ქეთევან ინასარიძე
ტრისტან გულბიანი
ქეთევან ქობალია
ალექსანდრე გობირახაშვილი
ედუარდ ფეროიანი
ვასილ ბაკაშვილი
ვასილ ლიპარტელიანი
ზაზა ჯაფარიძე
ზვიად მიქაძე
თამაზ ჯაში
თეიმურაზ ლორთქიფანიძე
მანუჩარ დვალი
ირაკლი დოლაბერიძე
მერაბ თხელიძე
ნინო ძაგანია
ნიკოლოზ გოგოლაძე
ნელი პაპუკაშვილი
მამუკა მაღლაკელიძე
მარიამ პაპიაშვილი
ედიშერ მაჩაიძე
გივი გოგოძე
ვახტანგ ლუაშვილი
ირინა სიმონიანი
იური გონაძე
ლევან მგელაძე
ლუდვიგ ღაღანიძე
მერაბ მაისურაძე
მერაბ მეტრეველი
ნიკოლოზ ლეშკაშელი
ნინო ბერიანიძე
რევაზ ვაწაძე
ალექსანდრე თავართქილაძე
(+995) 599 461 838
nino.berianidze@sportuni.ge

ნინო ბერიანიძე

ასისტენტ-პროფესორი

განათლება

ნინო ბერიანიძემ 1986 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, მწვრთნელ-მასწავლებლის სპეციალობით.

1985-1986 წლებში სწავლობდა იმავე ინსტიტუტში, სამკურნალო ფიზკულტურის განყოფილებაზე და მიენიჭა რეაბილიტოლოგის კვალიფიკაცია.

1986 წელს დაამთავრა საზოგადოებრივ ფაკულტეტთან არსებული კურსები და მიენიჭა სპორტული ჟურნალისტის კვალიფიკაცია.

 

სამუშაო გამოცდილება

1985 წლიდან დღემდე არის მწვრთნელ-მასწავლებელი, ქ. თბილისის ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრში.

1992 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი.

2002-2017 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ბატუტზე ხტომების სპეციალიზაციის მასწავლებელი.

2006  წელს იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

2007-2010 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრ სპორტის აკადემიაში, მოწვეული პედაგოგის პოზიციაზე, ბატუტზე ხტომების მიმართულებით.

2009-2011 წლებში იყო ქ. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი და ასოცირებული პროფესორი.

2014 წლიდან დღემდე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მასობრივი სახეების კათედრის ასისტენტ-პროფესორია, სპორტული აკრობატიკის მიმართულებით.

 

დამატებითი ინფორმაცია

არის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981 წ.).

საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სპორტულ აკრობატიკაში (1992 წლიდან დღემდე).

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი სპორტულ აკრობატიკაში (2003 წ.).

საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2014 წ.).

გავლილი აქვს ევროპის საერთაშორისო ფედერაციის მწვრთნელთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები (2018 წ.).

გავლილი აქვს მწვრთნელთა კვალიფიკაციის გადამზადების კურსები, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, A კატეგორია (2018 წ.).

გამოსცა ორი სახელმძღვანელო და გამოქვეყნებული აქვს 10 სტატია.

მიღებული აქვს 8 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა.