ტრისტან გულბიანი
პროფესორი
განათლება
ტრისტან გულბიანმა 1972 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, სპორტის მასობრივი სახეების ფაკულტეტი.
1990 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ფიზიკური შრომისუნარიანობის ფაქტობრივი სტრუქტურა“, რის საფუძველზეც მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (აკადემიური დოქტორი).
სამუშაო გამოცდილება
ტრისტან გულბიანი 1972-1974 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტთან არსებული მწვრთნელთა სკოლის პედაგოგი.
1976 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფეხბურთის, ხელბურთისა და ჩოგბურთის კათედრის ლაბორანტი.
1976-1990 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის პრაქტიკის საერთო ხელმძღვანელი და პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სასწავლო დარგში.
1990-2004 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის პრორექტორი, სპორტული მუშაობის დარგში.
2002-2005 წლებში – სტომატოლოგიის ინსტიტუტის კოლეჯის დირექტორი.
2004-2007 წლებში – ფეხბურთის, ხელბურთისა და ჩოგბურთის კათედრის პროფესორი.
2004-2007 წლებში – მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი.
2007-2009 წლებში – ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სასწავლო პროცესის კოორდინატორი.
2014-2015 წლებში – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მთავარი სპეციალისტი.
2015 წლიდან დღემდე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტთამაშების კათედრის პროფესორი და მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანია.
დამატებითო ინფორმაცია
- საქართველოს ხელბურთის ფედერაციის წევრი;
- საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი;
- საქართველოს ეროვნული კატეგორიის მსაჯი, ხელბურთში;
- 1968-1988 წლებში – სტუდენტთა შრომითი სემესტრების რაზმის ხელმძღვანელი;
- 1969-1973 წლებში – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრი, ხელბურთში;
- 1990-2000 წლებში – სპორტის აკადემიის ხელბურთის ვაჟთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი (III ადგილი საკავშირო უნივერსიადაზე);
- 1994-2003 წლებში – სპეციალური ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი;
- უნივერსიტეტის, საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი ნაშრომი;
- გამოცემული აქვს სახელმძღვანელო ხელბურთში, სპორტის დარგის უმაღლესი სასწავლებლებისათვის (2013 წ).