ჯემალ ძაგანია
პროფესორი
ჯემალ ძაგანია
განათლება
ჯემალ ძაგანიამ 1964 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სპეციალობით.
1976 წელს დაასრულა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1984 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება.
1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პედაგოგიკაში.
1992 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
სამუშაო გამოცდილება
1966-1967 წლებში მუშაობდა თბილისის 67-ე საშუალო სკოლაში, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად.
1967 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფეხბურთის, ჩოგბურთისა და ხელბურთის კათედრის მასწავლებლად და უფროს მასწავლებლად.
1980-1992 წლებში იყო პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი.
1992-2005 წლებში – პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში.
2005-2007 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
2013 წლიდან დღემდე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია.
დამატებითი ინფორმაცია
გამოქვეყნებული აქვს ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, ხუთი სახელმძღვანელო და ექვსი მონოგრაფია.
არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1979), საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1998), საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ხელბურთში (1982).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).
მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება (2016).
დაჯილდოებულია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მედლით (2016).