პაატა ღუდუშაური
ასოცირებული პროფესორი
განათლება
პაატა ღუდუშაურმა 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი.
1997 წელს – ინტერნატურა, ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში, აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ს/კ ცენტრში.
2014 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურა და მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება
1997-2003 წლებში მუშაობდა აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ს/კ ცენტრში, ტრავმატოლოგ-ორთოპედად.
2003-2006 წლებში – აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ტრავმატოლოგ-ორთოპედად.
2006 წელს – დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში, ტრავმატოლოგ-ორთოპედად.
2006-2011 წლებში – აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში (ქუთაისი), ტრავმატოლოგ-ორთოპედად.
2011-2012 წლებში – მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
2011-2017 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მოწვეულ მასწავლებლად.
2012 წლიდან დღემდე ავერსის კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედია.
2017 წლიდან დღემდე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია; 2019 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
დამატებითი ინფორმაცია
არის ასოციაცია „AO თრაუმა საქართველოს დასის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.