ელისო მურვანიძე
ასოცირებული პროფესორი
განათლება
ელისო მურვანიძემ 2002 წელს წარჩინებით დაასრულა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის პედაგოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხური და მიენიჭა ადაპტური ფიზიკური აღზრდისა და რეაბილიტაციის სპეციალისტის კვალიფიკაცია.
2004 წელს წარჩინებით დაასრულა იმავე სასწავლებლის მაგისტრატურა, ზემოაღნიშნული სპეციალობის განხრით.
2009-2013 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, დოქტურანტურაში. დისერტაციის დაცვის შემდგომ (2013 წ.), მიენიჭა განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება
2010-2015 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოწვეული პედაგოგის პოზიციაზე (საგანი: ადაპტური ფიზიკური აღზრდა და სპორტი).
2003 წლიდან დღემდე მუშაობს ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში (ჯოენის სამედიცინო ცენტრი, პორტიჯი).
2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, ადაპტური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებით. 2018 წლიდან დღემდე, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია.
2015 წლიდან დღემდე მუშაობს უნივერსიტეტ გეომედში, მოწვეული პედაგოგის სტატუსით (საგანი: ადაპტური ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფიზიკური მედიცინის საფუძვლები).
დამატებითი ინფორმაცია
2009 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია (ფიზიკური ვარჯიშების და რეაბილიტაციის, ადაპტირებული ფიზიკური რეაბილიტაციის მიმართულებით), როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან (საერთაშორისო, რეცენზირებად) ჟურნალებში.