/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / ეკატერინე მარუაშვილი
(+995) 595 071 887
ekaterine.maruashvili@sportuni.ge

ეკატერინე მარუაშვილი

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ეკატერინე მარუაშვილმა 2003 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის კვალიფიკაციით. 2006 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა. უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა ინგლისური ენის სწავლების თეორიისა და პრაქტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2013 წ. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს 2013 წლის 10.08 გადაწყვეტილებით მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადამიური ხარისხი. სადისერტაციო ნაშრომის სათაური ,,მეტყველების სტილის სტატისტიკური ანალიზი (ინგლისური ენის მაგალითზე). 2009 წ. დიდ ბრიტანეთში გაიარა ინგლისური ენის სრული კური ბარლინგტონის სკოლაში (ლონდონი). 2003 წლიდან ეწევა სამეცნიერო- პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე ნაშრომი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ჟურნალებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

სამუშაო გამოცდილება

ეკატერინე მარუაშვილი 2003-2010 წ. მუშაობდა ილიას უნივერსიტეტში უფროსს მასწავლებლად. 2006-2020 წ. მუშაობდა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში, ასოცირებული პროფესორი. 2012-2018 წ. მუშაობდა ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში, ასოცირებული პროფესორი. 2021 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულები ხელმძღვანელად, პროფესორი. 2020 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. ასოცირებული პროფესორი. 2021 წლიდან დღემდე არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეულ პროფესორად.

ყავს მეუღლე და ერთი შვილი.