/ მწვრთნელთა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / ალექსანდრე გობირახაშვილი
ჯემალ ძაგანია
გიორგი ზუბიტაშვილი
გენადი გიკაშვილი
დავით ყარანგოზაშვილი
მანანა მნათობიშვილი
ტრისტან გულბიანი
ქეთევან ინასარიძე
ქეთევან ქობალია
ალექსანდრე გობირახაშვილი
დავით კვაჭაძე
ედუარდ ფეროიანი
ვასილ ბაკაშვილი
ვასილ ლიპარტელიანი
ზაზა ჯაფარიძე
ზვიად მიქაძე
თამაზ ჯაში
თეიმურაზ ლორთქიფანიძე
ირაკლი დოლაბერიძე
მერაბ თხელიძე
ნელი პაპუკაშვილი
ალექსანდრე თავართქილაძე
გივი გოგოძე
ედიშერ მაჩაიძე
ვახტანგ ლუაშვილი
ირინა სიმონიანი
იური გონაძე
ლევან მგელაძე
ლუდვიგ ღაღანიძე
მერაბ მაისურაძე
მერაბ მეტრეველი
ნიკოლოზ ლეშკაშელი
ნინო ბერიანიძე
რევაზ ვაწაძე
ანზორ ჯაფარიძე
ვლადიმერ ბოჟაძე
მამუკა მაღლაკელიძე
მარიამ პაპიაშვილი
ნიკოლოზ გოგოლაძე
(+995) 593 282 513
a.gobirakhashvili@sportuni.edu.ge

ალექსანდრე გობირახაშვილი

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ალექსანდრე გობირახაშვილმა 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია (მწვრთნელთა ფაკულტეტი). 1997 წელს წარჩინებით დაამთავრა იმავე სასწავლებლის ასპირანტურა. 2004 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – „ფიზიკური აღზრდის, სპორტული წვრთნისა და გამაჯანსაღებელი ფიზიკური კულტურის თეორიის და მეთოდიკის“ მიმართულებით და მიენიჭა პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (მძლეოსნობაში).

სამუშაო გამოცდილება

1994-2006 წლებში ალექსანდრე გობირახაშვილი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის მასწავლებელი, 2005-2006 წლებში – ამავე უნივერსიტეტის დოცენტი და მძლეოსნობის განყოფილების ხელმძღვანელი.

2006-2007 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ასისტენტ პროფესორი და წარმომადგენლობითი საბჭოს ვიცე-სპიკერი.

2007-2009 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორის მოადგილე სპორტის დარგში.

2009-2013 წლებში – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სპორტის სამსახურის უფროსი.

2009-2011 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი, მძლეოსნობის სპეციალობით; 2012-2013 წლებში – იმავე უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი.

2013 წლიდან დღემდე არის სპორტკომპლექს არენას სპორტული საქმიანობის მთავარი სპეციალისტი.

2014 წლიდან დღემდე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

2017 წლიდან დღემდე არის უნივერსიტეტ ნიუ ვიჟენის სპორტკლუბის ხელმძღვანელი.

 

დამატებითი ინფორმაცია

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მძლეოსნობის მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომი, დაწერილი აქვს 2 წიგნი და ნათარგმნი აქვს 1 სახელმძღვანელო.

იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი მძლეოსნობაში, აქვს 1 თანრიგი; არის ეროვნული კატეგორიის მსაჯი.

2019 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება.