/ მწვრთნელთა ფაკულტეტი / თეიმურაზ ლორთქიფანიძე
ჯემალ ძაგანია
გიორგი ზუბიტაშვილი
გენადი გიკაშვილი
გიული კახიძე
დავით ყარანგოზაშვილი
მამია ტუღუში
მანანა მნათობიშვილი
ტრისტან გულბიანი
ქეთევან ქობალია
ალექსანდრე გობირახაშვილი
დავით კვაჭაძე
ედუარდ ფეროიანი
ვასილ ლიპარტელიანი
ზაზა ჯაფარიძე
ზვიად მიქაძე
თამაზ ჯაში
თეიმურაზ ლორთქიფანიძე
ირაკლი დოლაბერიძე
მერაბ თხელიძე
ნელი პაპუკაშვილი
ალექსანდრე თავართქილაძე
გივი გოგოძე
ედიშერ მაჩაიძე
ვახტანგ ლუაშვილი
ირინა სიმონიანი
იური გონაძე
ლევან მგელაძე
ლუდვიგ ღაღანიძე
მერაბ მაისურაძე
მერაბ მეტრეველი
ნიკოლოზ ლეშკაშელი
ნინო ბერიანიძე
რევაზ ვაწაძე
ანზორ ჯაფარიძე
მამუკა მაღლაკელიძე
მარიამ პაპიაშვილი
ნიკოლოზ გოგოლაძე
(+995) 599 752 510
t.lortkipanidze@sportuni.edu.ge

თეიმურაზ ლორთქიფანიძე

ასოცირებული პროფესორი

განათლება

თეიმურაზ ლორთქიფანიძემ 1972 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო  ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფაკულტეტი, რის შემდეგაც მიენიჭა ფიზიკური კულტურის და სპორტის მასწავლებლის ხარისხი.

2000 წელს დაასრულა თბილისის საერო ინსტიტუტი „გაენათი“, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის ფაკულტეტი და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია.

 

სამუშაო გამოცდილება

თემურ ლორთქიფანიძე 1970 წელს მუშაობდა რკინიგზის ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლაში, მწვრთნელად.

1970-1975 წლებში – საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის მწვრთნელთა სკოლაში, ცურვის მასწავლებლად.

1976 წელს იყო ცურვის მასწავლებელი, საქართველოს ფიზკულტურის ტექნიკუმში.

1978-1987 წლებში – თბილისის „დინამოს“ ბავშვთა და მოზარდთა წყალბურთის სპორტული სკოლის უფროსი მწვრთნელი.

1983-1986 წლებში – საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების მეორე მწვრთნელი.

1991-2009 წლებში – საერო ინსტიტუტ „გაენათის“ სპორტის კათედრის გამგე.

2009-2011 წლებში – საქართველოს სანიტარიისა და ჰიგიენის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

2000 წლიდან დღემდე – საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის              დირექტორი

2014 წლიდან დღემდე – საქართველის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორია.

2014 წლიდან დღემდე – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

 

დამატებითი ინფორმაცია

გამოქვეყნებული აქვს 6 ნაშრომი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჟურნალებში.