/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / მარიამ უბირია
(+995) 599 328 521
mariam.ubiria@sportuni.ge

მარიამ უბირია

ასოცირებული პროფესორი

განათლება

მარიამ უბირია 1982-1987 წლებში სწავლობდა ქ. არხანგელსკის (რუსეთი) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სტომატოლოგის სპეციალობით.

1987-1990 წლებში იყო ქ. არხანგელსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი.

1995-2000 წლებში სწავლობდა ქ. ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, უცხო ენების ფაკულტეტზე, გერმანული ენის სპეციალობით.

2000 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

 

სამუშაო გამოცდილება

1987-1991 წლებში იყო ქ. არხანგელსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი.

1992-2007 წლებში – ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბიოლოგია-ქიმიის კათედრის უფროსი მასწავლებელი.

2002 წლიდან დღემდე არის ქ. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე.

2014 წლიდან დღემდე – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე.

 

დამატებითი ინფორმაცია

სამედიცინო დარგის მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 35 ნაშრომი.

არის ერთი წიგნის ავტორი („ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა“, 2009 წ.).

დაწერილი აქვს მონოგრაფია: „Системная и легочная гемодинамика в норме и при патологии системы дыхания у северян“ (Архангельск, 1999 год).

მიღებული აქვს მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის კონკურსის I პრემია (2000 წ.).