/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი / ქეთევან ბერიძე
(+995) 593 300 400
k.beridze@sportuni.edu.ge

ქეთევან ბერიძე

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ქეთევან ბერიძემ 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, პედიატრიის ფაკულტეტი.

1999-2003 წლებში  იყო ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის ს/კ ინსტიტუტში მაძიებელი;

2003 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება (რომელიც 2004 წლიდან გათანაბრდა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდებასთან (უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-9 პუნქტი).

 

სამუშაო გამოცდილება

1997-1999 წლებში მუშაობდა ასოციაცია „ადამიანის ეკოლოგიის ცენტრის“ ეკოსკოლაში, მასწავლებლად;

1999-2006 წლებში – ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის ს/კ ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.

 2017 წლიდან დღემდე არის სპორტული მედიცინისა და კინეზიოლოგიის კათედრის გამგე.

 

დამატებითი ინფორმაცია

ქეთევან ბერიძე არის –

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის  ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

22 სტატიის ავტორი (დიეტოლოგია-ნუტრიციოლოგიის მიმართულებით – 16; სამედიცინო ეკოლოგიის მიმართულებით – 3; ფიზიკური მედიცინის მიმართულებით –3).

2 დამხმარე სახელმძღვანელოს  ავტორი.

2 გამოგონების ავტორი, რაზეც მიღებული აქვს შესაბამისი პატენტები.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტი, კვებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში;

სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული განვითარების ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მდივანი.

სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული განვითარების ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი.

ჩართულია უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებში.

შემუშავებული აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვების ნორმატივები და სამკურნალო კვების რაციონები, ასევე, საქართველოს ოლიმპიური გუნდებისა და ოლიმპიური რეზერვების მზადების სკოლის აღსაზრდელების კვების რაციონები.