/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / დავით ხაჩიძე
(+995) 599 555 010
d.khachidze@sportuni.edu.ge

დავით ხაჩიძე

ასოცირებული პროფესორი

განათლება

დავით ხაჩიძე 1980 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე.

1995 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქრომატინის და დნმ-ის სითბური თვისებები ინ-ვივო და ინ-ვიტრო პირობებში ბენზო(α)პირენის, მიტოქსანტრონის და ლაზერული გამოსხივების მოქმედებისას“.

 

სამუშაო გამოცდილება

1985 წლიდან მუშაობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინო ბიოფიზიკის ცენტრში მეცნიერ-მკვლევარად (კვლევის საგანი იყო გულის კუნთის შემადგენელი ფიბრილარული აქტინის სტრუქტურის კვლევა ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით).

1989 წლიდან მუშაობა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (კვლევის საგანს შეადგენდა ლეიკემიით დაავადებული პაციენტების ლაზერით და სხვადასხვა ქიმიოთერაპიული საშუალებით მკურნალობის ეფექტურობის შესწავლა უჯრედის, უჯრედის ბირთვის, ქრომატინისა და დნმ-ს დონეზე, მიკროკალომეტრიული მეთოდებით).

1995-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კოლეჯში, ფიზიკის პედაგოგად.

2008-2009 წლებში მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიასა და ბიოფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.

2009-2014 წლებში იყო საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში კომპიუტერული მიმართულების პროფესორი.

2013 წლიდან დღემდე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. კითხულობს ლექციებს სამედიცინო ბიოფიზიკასა და კომპიუტერულ უნარებში.

 

დამატებითი ინფორმაცია

2018 წელს არჩეულია საქართველოს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის საბჭოს წევრად.

საერთაშორისო გრანტებში მონაწილეობა:

2008-2011 წწ. – ბრიტანულ-რუსული თანამშრომლობის პროგრამა – „ატომური ქალაქები“ (CNCP) – სიმსივნის სადიაგნოსტიკო დიფერენციალური სკანირებადი კალორიმეტრის საწარმოო ვარიანტის შექმნა (პროექტის ხელმძღვანელი).

2012-2013 წწ. – Development of Industrial Prototype Spectropolarimeter for Medical Use Based on Liquid Crystal Polarization Diffraction Grating (ISTC). ჯგუფის ხელმძღვანელი.

საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გრანტებში მონაწილეობა:

2009-2010 წწ. – კიბოთი დაავადებულ პაციენტთა სისხლის პლაზმის/შრატის მიკროკალორიმეტრული ანალიზის მონაცემთა ბანკის შექმნა (პროექტის მენეჯერი და სამეცნიერო ხელმძღვანელი).

სპორტი:

1988-1999 წლებში მუშაობდა სპორტსაზოგადოება „დინამოში“ ძიუდოსა და სამბოს მწვრთნელად.

2009-2012 წლებში  ხელმძღვანელობდა „ვისოლის“ სპორტულ ბაზებს.

2011 წლიდან დღემდე არის საქართველოს სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

2012-2014 წლებში იყო საქართველოს უმცროსი ასაკის (კადეტები) ნაკრების მწვრთნელი.

2015 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება სამბოში.

არის არის სსრკ სპორტის ოსტატი სამბოსა და ძიუდოში და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სამბოში.

სხვადსხვა დროს იყო მსოფლიო თასის, მსოფლიო ჩემპიონატის და საერთაშორისო ტურნირების მდივანი. შექმნილი აქვს სამბოში შეჯიბრების მსვლელობის აღმრიცხველი პროგრამა.

გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო შრომა.