/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი / მურად გარუჩავა
(+995) 599 519 310
m.garuchava@sportuni.edu.ge

მურად გარუჩავა

ასოცირებული პროფესორი

განათლება

მურად გარუჩავამ 1973 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.

2004 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

 

სამუშაო გამოცდილება

1981-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ზოოვეტერინარული უნივერსიტეტის ორგანული და ბიოქიმიის კათედრაზე, სხვადასხვა თანამდებობაზე (უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი).

2005-2018 წლებში იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

დამატებითი ინფორმაცია.

ბიოქიმიისა და ფუნქციური კვების მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

არის ერთი ძირითადი სახელმძღვანელოს ავტორი და სამი დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი.