/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი / ირაკლი ჩაგანავა
(+995) 598 104 539
i.chaganava@sportuni.edu.ge

ირაკლი ჩაგანავა

ასოცირებული პროფესორი

განათლება

დოქტორ ირაკლი ჩაგანავამ 1998-2012 წლებში გაიარა უმაღლესი განათლების ყველა საფეხური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ბაკალავრიატი (1998-2002): ორგანულ ნივთიერებათა და ნავთობპროდუქტების ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტი.

მაგისტრატურა (2003-2004) წარჩინებით: ქიმიისა და ბიოლოგიის ფაკულტეტი. ორგანული ქიმიის კათედრა.

ასპირანტურა (2005-2006): ქიმიისა და ბიოლოგიის ფაკულტეტი. ორგანული ქიმიის კათედრა.

დოქტორანტურა (2007-2012) წარჩინებით: ორგანული ქიმიის მიმართულება. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი.

2012 წელს უმაღლესი შეფასებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (PhD degree in chemistry).

 

სამუშაო გამოცდილება

2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად, სადაც მოღვაწეობს უნივერსიტეტში არსებული ყველა სახის ქიმიურ დისციპლინებში (სამედიცინო ქიმია, ზოგადი ბიოქიმია და სპორტის ბიოქიმია).

2004 წლიდან დღემდე აქტიურად მუშაობს სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში და არის მეცნიერ-თანამშრომელი/მკვლევარი ქიმიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტში.

 

დამატებითი ინფორმაცია

ირაკლი ჩაგანავას ნაშრომები წარმოდგენილია სამეცნიერო სტატიებად. მათგან 23 გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეცენზირებად გამომცემლობაში, რომლებიც ირიცხებიან Scopus-ში და გააჩნიათ იმპაქტ-ფაქტორი. ქიმიის დარგში მისი სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ორგანული ნივთიერებებისა და ბიოპოლიმერების საფუძველზე მოწინავე/მაღალტექნოლოგიური მასალების მიღებაზე, კვლევაზე და გაუმჯობესებაზე.

ჩაგანავა აქტიურად მოღვაწეობს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და ჯგუფურად მოპოვებული გრანტების შესრულებაში (7 გრანტი საქართველოს და უცხოური დონორებისაგან), ასევე მოპოვებული აქვს ინდივიდუალური გრანტები (6 – ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან).

ქიმიის მიმართულებით გავლილი აქვს სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება წამყვან სამეცნიერო ცენტრებში ესპანეთსა (სარაგოსას უნივერსიტეტი, 2014) და აშშ-ში (კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017).

მისი შრომები რეგულარულად ქვეყნდება მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში (ამჟამად 25 მოხსენება).

სამეცნიერო პროდუქტიულობა Scopus-ის მიხედვით: https://www.scopus.com/authid/detail.uri?authorId=25647234800

h-index: 7              ციტირებულია: 106-ჯერ

Google Scholar-ის მიხედვით:

https://scholar.google.com/citations?hl=en&user=3rT3v3kAAAAJ

h-index: 7              ციტირებულია: 124-ჯერ (მხოლოდ 2019 წ. 41-ჯერ)

 

სტატიების ლინკები

გამოქვეყნებული შრომების ინტერნეტ ბმულების სრული სიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

http://www.irakli.info/publications.htm

 

მათგან 3 მაგალითი:

(2017) Journal of Photochemistry and Photobiology A: Chemistry. https://doi.org/10.1016/j.jphotochem.2017.09.067

(2018) SPIE. https://doi.org/10.1117/12.2324568

(2019) Organic Photonic Materials and Devices. SPIE. https://doi.org/10.1117/12.2506036