/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი / მერი პატარაია
(+995) 593 441 677
m.pataraia@sportuni.edu.ge

მერი პატარაია

ასოცირებული პროფესორი

განათლება

მერი პატარაიამ 1999 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის პედაგოგიური ფაკულტეტი, მეორადი სპეციალობა – სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია, რის შედეგადაც მიენიჭა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის კვალიფიკაცია,  ასევე, სამკურნალო ფიზკულტურის და რეაბილიტაციის სპეციალისტის კვალიფიკაცია.

2002 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ივანე ბერიტაშვილის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი „მედიკორი“,  სპეციალობით – სამკურნალო საქმე. მიენიჭა ზოგადი პროფილის ექიმის  კვალიფიკაცია.

2008 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში (PhD).

 

სამუშაო გამოცდილება

2005-2007 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სპორტული მედიცინის, ფიზიკური რეაბილიტაციისა და ადაპტაციის კათედრის მასწავლებელი.

2007 წელს – ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მასწავლებელი.

2007-2019 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეაბილიტაციურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ფიზიკური მედიცინის მიმართულებაზე, მოწვეული მასწავლებელი.

2012-2015 წლებში – ინტერბიზნესის აკადემიაში, ასისტენტ-პროფესორი.

2012- 2015 წლებში – ირაკლი ფაღავას სახელობის აკადემია „დასტაქარის“ მასწავლებელი.

2014 წლიდან დღემდე – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის მასწავლებელი.

 

დამატებითი ინფორმაცია

გამოქვეყნებული  აქვს  17  სამეცნიერო ნაშრომი.

არის ორი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი.